პუტინს “მოლაპარაკებების ეშინია” და ომს აჭიანურებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს “ეშინია მოლაპარაკებების, ეშინია ძლიერი ლიდერების და ყველაფერს აკეთებს ომის გასაჭიანურებლად”.
ზელენსკი ასეთი კომენტარით გამოეხმაურა პუტინის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ არ არის მზად, ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც “არალეგიტიმურად” მიიჩნევს.
ზელენსკის თქმით, ახლა “არსებობს რეალური მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა”, მაგრამ პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ “ან გააგრძელოს სრულმასშტაბიანი მკვლელობა, ან მიიღოს პაუზა და მომავალში ჰიბრიდული დარტყმებით, კვლავ მოამზადოს ახალი სრულმასშტაბიანი შეჭრა.” ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, გაითვალისწინონ წარსულის შეცდომები და რუსეთს მშვიდობა “აიძულონ”.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომი უფრო სწრაფად დაასრულოს, ვიდრე ვინმე სხვამ, თუმცა მან ჯერ არ იცის ყველა დეტალი.

ზელენსკის თქმით, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად ყველა მხარის სურვილია საჭირო, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ არ გამოუვლენია ასეთი მშვიდობისკენ სწრაფვის სურვილი. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მნიშვნელობა, რაც, მისი აზრით, ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთონ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ