– პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია

პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ადგილობრივ მედიასთან გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკის არალეგიტიმური უწოდა.
„პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, ძლიერი ლიდერების ეშინია და ომის გასაგრძელებლად ყველაფერს აკეთებს. მისი ყოველი ნაბიჯი და ყველა ხრიკი ომის დაუსრულებლად გაგრძელებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, მკვლელობების გასაგრძელებლად პუტინი ყველაფერს აკეთებს.
„2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი დაიწყო, რომელიც 2022 წელს სრულმასშტაბიან ომში გარდაქმნა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს რეალური მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა, მაგრამ სწორედ პუტინია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობის ნაცვლად ან სრულმასშტაბიანი მკვლელობები გააგრძელოს, ან პაუზა მიიღოს, რათა ჰიბრიდული დარტყმებით ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრისთვის მოემზადოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია. მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლებამოსილების გაგრძელების უფლება საომარი მდგომარეობის დროსაც არ აქვს და აღნიშნა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში საქმე დოკუმენტებზე ხელმოწერას ეხება.
„ეს სერიოზული საკითხია, რომლითაც გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. მაგრამ დოკუმენტებზე ხელმოწერის თვალსაზრისით, ყველაფერი ისე უნდა იყოს, რომ იურისტებმა იმ ადამიანების ლეგიტიმურობა დაადასტურონ, რომლებსაც უკრაინის სახელმწიფოს მიერ შეთანხმებებზე ხელმოწერის უფლებამოსილება ექნებათ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!