ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე - თუ ეს იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ, მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს, ჩვენ ამაზე წავალთ

ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე - თუ ეს იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ, მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს, ჩვენ ამაზე წავალთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა სამშვიდობო სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელესკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პიერ მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე როგორ იგრძნობს თავს, სამშვიდობო სამიტის დროს პუტინის პირისპირ ჯდომა რომ მოუწიოს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მშვიდობის მისაღწევად ამისთვის მზადაა.
"თუ ეს იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს და არ დავკარგოთ ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე წავალთ, მიუხედავად იმისა, რას ვგრძნობ მის მიმართ. მე არ ვიქნები მის მიმართ კეთილი. მე მას მტრად ვთვლი და ვფიქრობ, რომ მასაც მტრად მივაჩნივარ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა უკვე მზად არის "დიპლომატიურ გზაზე გადასასვლელად".
„თუ ხალხს სჯერა, რომ დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდეთ და მე მჯერა, რომ მზად ვართ, მაშინ პუტინს დაველაპარაკებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.