არქივი1 დეკემბერი, 2023, 20:41
პუტინმა შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა | ახალი ბრძანებულება
კრემლი პუტინის ბრძანებულებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 1 320 000 ადამიანამდე გაიზარდა.
პუტინმა წინა ბრძანებულება, რომელიც 2022 წლის 25 აგვისტოთი თარიღდება და ჯარის შემადგენლობას 1 150 628 სამხედრო მოსამსახურემდე ადგენდა, გააუქმა.
ახალი განკარგულება ხელმოწერის დღიდან, 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.