ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგები 170 000 ადამიანით გაზარდა

ვალდიმირ პუტინმა რუსეთის შეირაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 170 000 ადამიანით გაზარდა.
პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, რუსეთის არმიის რიგები 2 209 130 ადამიანამდე გაიზარდა, აქედან 1 320 000 სამხედრო მოსამსახურეა. აქამდე ჯარის საშტატო რაოდენობა 2 039 758 ადამიანს შეადგენდა.
"რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობის ზრდა ჯარში კონტრაქტით მსახურობის მსურველთა დიდი რაოდენობით არის გამოწვეული. ზრდა ასევე უკავშირდება სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და NATO-გან წამოსული საფრთხეებს". – ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
თავადაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევისა ზრდა და საყოველთაო მობილიზაცია არ იგეგმება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.