გიორგი ბილანიშვილი – რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა
– ბატონო გიორგი, 7 ნოემბრის შემდეგ, როცა პრაქტიკულად გაირკვა, რომ საქართველო 15 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, ქვეყანა „ახალ რეალობაში“ აღმოჩნდა.
საშინაო პოლიტიკაში არ ცხრება კამათი იმაზე, თუ როგორ იქნა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა მიღწეული.
ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა. დამკვირვებელთა უმეტესობა იხრება იმ მოსაზრებისკენ, რომ მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარი სერიოზული ცვლილებების შედეგია და არა ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრულად გატარებული პოლიტიკის.
ვხედავთ, რომ შიდა პოლიტიკაში ევროპული არჩევანის სასარგებლოდ პრეზიდენტი გააქტიურდა. იგი რეგიონებში ხვდება პროევროპულად განწყობილ ახალგაზრდებს, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა მედიას, მეცნიერებს. ხელისუფლებამაც უპასუხოდ არ დატოვა საშინაო პოლიტიკაში მის მიერ ოპონენტად მიჩნეული პრეზიდენტის აქტიურობა და 15 დეკემბრის სტატუსის მიღების შემდეგ საზეიმო ღონისძიებები დააანონსა.
ასეთ ვითარებაში ალბათ უპრიანიც კია დავუბრუნდეთ თემას, თუ რამ განაპირობა რეალურად „ახალი რეალობის“ ჩამოყალიბება, მათ შორის საქართველოსთვისაც?
– ახალი რეალობის ჩამოყალიბება უპირობოდ განაპირობა მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარმა ცვლილებებმა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ ყოვლად გაუმართლებელმა სამხედრო აგრესიამ განაპირობა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაეხსნა „შესაძლებლობის ფანჯარა“.
ასევე, ფაქტია, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა უფრო ცუდად გამოვიყენეთ, ვიდრე მ და მოლდოვამ. ამიტომაც ეს ქვეყნები თავიდანვე დაწინაურდნენ და ახლაც ამ პროცესში საქართველოზე ერთი ნაბიჯით წინ არიან.
მართალია ხელისუფლება ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ეს მოცემულობაც გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა, მაგრამ მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. გეოპოლიტიკური ფაქტორებმა, როგორც უკვე ვახსენეთ, განაპირობა “შესაძლებლობის ფანჯრის“ გაღება, ხოლო ჩვენი ჩამორჩენა კი ხელისუფლების არასწორმა ნაბიჯებმა.
ახალი რეალობის ჩამოყალიბება უპირობოდ განაპირობა მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარმა ცვლილებებმა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ყოვლად გაუმართლებელმა სამხედრო აგრესიამ განაპირობა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაეხსნა „შესაძლებლობის ფანჯარა“
მიმაჩნია, რომ ახლა რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე რაც უკვე მომხდარია. არ უნდა „გადავყვეთ“ უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩამორჩენაში დამნაშავის ძიებას და არ უნდა დავივიწყოთ ძალზედ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური საკითხი ვიწრო შიდა პოლიტიკური გარჩევასა და დაპირისპირებამდე, რაც ზოგადად სამწუხაროდ გვახასიათებს.
საქართველოს ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ძალისხმევა გავიღოთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უკვე მიღწეული პროგრესის გასაღრმავებლად. აღმოვფხვრათ ჩამორჩენა უკრაინასა და მოლდოვასთან, რათა მზად შევხვდეთ ევროკავშირში ახალი წევრობის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელიც როგორც ამბობენ არც თუ შორეულ მომავალში მოხდება.
– 7 ნოემბრის შემდეგ, თვეზე მეტი დრო გავიდა. გარკვეული ტაიმ-აუტის შემდეგ, ვხედავთ, რომ ხელისუფლების რიტორიკა ლამის აბსოლუტურად განსხვავებულია იმ მანტრასგან, რაც მანამდე მმართველი გუნდისგან გვესმოდა.
თვეზე მეტია ხელისუფლების პირველი პირებისგან არავის უთქვამს, რომ „გლობალური ომის პარტიას“ საქართველოს ომში ჩათრევა სურს. რომ არა დასავლეთი, რომელიც რუსეთთან ომში ჩართულ უკრაინას სამხედრო ტექნიკით ეხმარება, უკრაინა-რუსეთის ომი არ იქნებოდა. არც იმას პროგნოზირებს ვინმე, რომ მალე უკრაინა დამარცხდება.
თქვენთან შეხმიანებამდე გადავხედე თქვენს ინტერვიუს „ინტერპრესნიუსთან“, სადაც ამბობთ – „ხელისუფლება უკვე კარგა ხანია ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ და ხელს უწყობს საქართველოს დაახლოებას რუსეთთან.“
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა – „ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს – სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეგზავნა“.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ახალ რეალობაში“ ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ რიტორიკის დონეზე „ელვის სისწრაფით მოქმედებას“?
– მხოლოდ მივესალმები, თუ ის რაზეც თქვენ საუბრობთ რეალურად წარმოადგენს ხელისუფლების ქმედებებსა და კურსში პოზიტიურ ცვლილებებს. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ეს არის მხოლოდ ხელისუფლების ტაქტიკური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოების გამო.
განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი, რომელზეც თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში ვისაუბრე, საბედნიეროდ, არც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და ვერც პროპაგანდა ახდენს სათანადო გავლენას საზოგადოებრივ აზრზე.
განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი, საბედნიეროდ, არც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და ვერც პროპაგანდა ახდენს სათანადო გავლენას საზოგადოებრივ აზრზე
ამას ადასტურებს საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელიც აჩვენებს, რომ არცერთ ფუნდამენტურ საკითხზე საქართველოს საზოგადოებას საკუთარი შეხედულება არ შეუცვლია, იქნება ეს უკრაინის მხარდაჭერა, ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა თუ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის აღქმა.
ჩვენს ხელისუფლებას, ჩემი აზრით, ახასიათებს ის, რომ ტაქტიკური ხასიათის ცვლილებები დროებით მაინც შეიტანოს თავის ქმედებებში, რათა ამით პოლიტიკური სარგებელი მიიღოს. მით უმეტეს თუ არჩევნები ახლოვდება და როგორც ჩანს იმ ძალიან მაღალი რეიტინგის, რომელიც მხოლოდ ცალკეულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში გააჩნია „ქართულ ოცნებას“, თავადაც არ სჯერა.
– კარგია, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირთან დაახლოებისთვის მოქმედების გეგმა შეიმუშავა და ეს გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნა. მაგრამ, როგორც გაირკვა, ამ სამოქმედო გეგმის შესახებ არაფერი იცის ოპოზიციამ.
ხელისუფლებამ ოპოზიციას სამუშაო ჯგუფებში მუშაობა შესთავაზა, მაგრამ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად, „ლელო“ ამბობს, რომ არ აპირებს კომისიებში მუშაობას, რადგან, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას „მუშაობის ილუზიის“ შექმნას შეეცდება. მათივე მტკიცებით, ხელისუფლებას რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების სურვილი ჰქონდეს, „ლელოს“ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტების განხილვას დაიწყებდა.
თქვენი აზრით, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა იმ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომლის სამოქმედო გეგმაც მმართველმა გუნდმა ევროკომისიას წარუდგინა?
– ძალიან მიჭირს შიდა პოლიტიკური საკითხების შეფასება, რადგან არ გახლავართ ამ სფეროს სპეციალისტი. თუმცა, ჩემი აზრით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა უნდა ეცადოს, რომ იყოს თანმიმდევრული თავის ქმედებებში.
ნებისმიერი ოპოზიციური ძალა უნდა ეცადოს, რომ ხელისუფლებას, რომელსაც საკმაოდ გამართული პროპაგანდისტული მანქანა და ამომრჩეველთან კომუნიკაციის სისტემა გააჩნია, არ მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ არაკონსტრუქციულად ან სულაც დესტრუქციულად წარმოაჩინოს ოპოზიციური პარტია.
ნებისმიერი ოპოზიციური ძალა უნდა ეცადოს, რომ ხელისუფლებას, რომელსაც საკმაოდ გამართული პროპაგანდისტული მანქანა და ამომრჩეველთან კომუნიკაციის სისტემა გააჩნია, არ მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ არაკონსტრუქციულად ან სულაც დესტრუქციულად წარმოაჩინოს ოპოზიციური პარტია
მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში, როგორიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა, რომელსაც საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა აქვს.
ამას იმიტომაც ვამბობ, რომ შეიძლება ამომრჩევლისთვის გაუგებარი დარჩეს თუ რატომ აგრძელებს საერთოდ პარლამენტში საქმიანობას ესა თუ ის პარტია, ხოლო ამა თუ იმ საპარლამენტო კომისიაში მუშაობაზე კი უარს აცხადებს.
შეიძლება მართლაც არსებობს ამისთვის ობიექტური მიზეზი, მაგრამ მგონია, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის თუ ამ მიზეზის თაობაზე ამომრჩეველი დამაჯერებლად არ იქნება ინფორმირებული.
– ცალკე საუბრის თემაა, 7 ნოემბრის შემდეგ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები.
თან ეს ყველაფერი ხდება 2024 წლის არჩევნებამდე ერთი წელზე ოდნავ ნაკლებ დროში. ხელისუფლება საჯარო სივრცეში ყველაზე მეტად „ნაცმოძრაობას“ ერჩის, მაგრამ, ფაქტია, რომ მმართველ გუნდს მთავარ ოპონენტად აწყობს ჰყავდეს „ნაცმოძრაობა“.
ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს, ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარდა პოლიტიკურ ველზე არ გაჩნდეს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ორივეს ჩანაცვლების ამბიციები ექნება.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ოპოზიციურ სპექტრში ხდება? სავარაუდოდ, ხელისუფლებას, რომელი პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფის გაძლიერება არ უნდა უნდოდეს?
– უმჯობესი იქნებოდა, რომ ოპოზიციაში იყოს ნაკლები შიდა კონფრონტაცია, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ მაინც. ასევე, უფრო მეტი იყოს საგნობრივი მსჯელობა, კამათი და თუნდაც კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. ეს ზოგადად ხელს შეუწყობდა პოლიტიკური კულტურის ამაღლებას ქვეყანაში, რაც მგონია, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება პოლიტიკურ ჯგუფებს, ცხადია ზოგადად ხელისუფლებისთვის არცერთი ოპოზიციური ჯგუფის გაძლიერება არ არის სასურველი, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში წესით ხელისუფლებას განსაკუთრებით არ უნდა უნდოდეს ისეთი ოპოზიციურ ძალების გაძლიერება, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილ ან მოქმედ ამომრჩეველს ან ისეთ ამომრჩეველს მიიმხრობენ, რომელიც მართალია იმედგაცრუებულია მმართველი ძალით, მაგრამ არჩევნებზე ინერტულია, რადგან მისთვის მისაღებ რეალურ ალტერნატივას ვერ ხედავს.
ხელისუფლებას განსაკუთრებით არ უნდა უნდოდეს ისეთი ოპოზიციურ ძალების გაძლიერება, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილ ან მოქმედ ამომრჩეველს ან ისეთ ამომრჩეველს მიიმხრობენ, რომელიც მართალია იმედგაცრუებულია მმართველი ძალით, მაგრამ არჩევნებზე ინერტულია, რადგან მისთვის მისაღებ რეალურ ალტერნატივას ვერ ხედავს
– თუ ისევ ხელისუფლების სავარაუდო მოქმედებებს დავუბრუნდებით, ვითარება ასე გამოიყურება: დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, ხელისუფლების უკან მდგომი ივანიშვილისთვის ახლა მთავარი კითხვაა, სავარაუდოდ, როგორ მოიქცევა ამერიკა საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებში და არჩევნების შემდეგ,
მათივე თქმით, ივანიშვილის მცდელობების მიუხედავად, ამ ეტაპზე ივანიშვილამდე მეტი ინფორმაციის მისვლის თვალსაზრისით ახლა „ყრუ კედელია“.
თუმცა, ჟურნალ POLITICO-ში გამოქვეყნებულმა მასალამ, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, რომ ის კულისებიდან მართავს ქვეყანას, რომ მისი მმართველობის დროს საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, აღადგინა ფრენები რუსეთთან, მმართველი გუნდი ძალიან გააღიზიანა.
მმართველი გუნდის სპიკერების მტკიცებით, მასალა შეკვეთილი იყო, რადგან, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყანა ევროპისკენ და არა რუსეთისკენ მიჰყავს.
თქვენ როგორ აღიქვით ჟურნალ POLITICO-ში გამოქვეყნებული სტატია და ამ სტატიაზე სახელისუფლებო გუნდის რეაქცია?
– POLITICO-ში გამოქვეყნებული მასალით ნამდვილად არ გახსნილა ეს თემა. იმას რაც თქვენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ახსენებთ ბევრს საკმაოდ საფუძვლიანად სჯერა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ოლიგარქობაზე, კულისებიდან მართვასა თუ საგარეო კურსის შეცვლის მცდელობის თაობაზე არაერთი პირდაპირი თუ ირიბი ინდიკატორი არსებობს.
ამ თემაზე საუბარმა შორს რომ არ წაგვიყვანოს, შეგვიძლია გავიხსენოთ მხოლოდ ყოფილი გენერალური პროკურორის ფარცხალაძის დასანქცირება და ამაზე მმართველი პარტიის და ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქცია და კომენტარები.
ასევე, ის პერიპეტიები რაც ამ თემის გარშემო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოყვა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ POLITICO არის ძალიან გავლენიანი გამოცემა და მასში გამოქვეყნებული მასალა რიგით საგაზეთო სტატიად არ უნდა მივიჩნიოთ, რომელიც რომელიღაც ჯგუფის ან პირის დაკვეთით გამოქვეყნდა.
POLITICO არის ძალიან გავლენიანი გამოცემა და მასში გამოქვეყნებული მასალა რიგით საგაზეთო სტატიად არ უნდა მივიჩნიოთ, რომელიც რომელიღაც ჯგუფის ან პირის დაკვეთით გამოქვეყნდა
ეს ისედაც ცხადია, თუ უბრალოდ თვალს გადავავლებთ POLITICO-ში გამოქვეყნებული ამ მასალის ფორმატს.
– დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ რუსეთს საკმაოდ ბევრი ბერკეტები აქვს საქართველოში. ზოგი თვლის, რომ რუსეთს საქართველოში მეტი ბერკეტები აქვს ოპოზიციაზე, ვიდრე ხელისუფლებაზე.
მაგრამ, ფაქტია, რომ სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ყველაზე ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, თქვენ რამდენად სახიფათოდ მიიჩნევდით საქართველოში რუსულ გავლენებს? როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციურ სპექტრში?
– რუსეთის გავლენა საქართველოში და მით უმეტეს ამ გავლენის ზრდა უაღრესად სახიფათოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. მოდით შევეცადოთ ამ მსჯელობის გადატანას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში.
ასე მაგალითად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც მართალია მოძველებულია, რადგან 2011 წლის შემდეგ არ განახლებულა, მაგრამ მოქმედი და თანაც სტრატეგიული დონის დოკუმენტია ჩამოთვლილია საქართველოს ეროვნული ინტერესები.
მათ შორის, ნათქვამია, რომ მაგალითად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს ეროვნული ინტერესი. რუსეთი კი როგორც ამ ორს, ისე ამ ჩამონათვალში არსებულ საქართველოს ეროვნული ინტერესების უმეტესობას ეწინააღმდეგება და ჰიბრიდული ომს უპირისპირებს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს ეროვნული ინტერესი. რუსეთი კი როგორც ამ ორს, ისე ამ ჩამონათვალში არსებულ საქართველოს ეროვნული ინტერესების უმეტესობას ეწინააღმდეგება და ჰიბრიდული ომს უპირისპირებს
შესაბამისად, მცდარია იმის მტკიცებაც, რომ ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ წარმატებულია, მაშინ როდესაც რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი, ჩემი აზრით, განიმტკიცა და გაზარდა.
– უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე ვითარება არც ერთი მიმართულებით იმის გამო არ იცვლება, რომ არც ერთ მხარეს არ აქვს შესაძლებლობა წარმატებული ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური დასავლეთი და უკრაინას ეხმარება, ახლა აშშ ვერ იღებს გადაწყვეტილებას უკრაინას გამოუყოს მორიგი 60 მილიარდიანი დახმარება.
ევროპის რიგ ქვეყნებსა და ამერიკაშიც კარგა ხანია დაწყებულია საუბრები იმაზე, რომ უკრაინა-რუსეთის ომი უნდა დასრულდეს. ამის პარალელურად უკრაინის პოლიტიკურ წრეებში არა ერთ კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალებზე საუბრობენ.
ამას წინათ, გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს კვლევა, რომლის მიხედვითაც გერმანია რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს. ამგვარი ალბათობა მეტი იქნება, თუ აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა მოიგო და არა ბაიდენმა.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინა იძულებული გახდეს დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან? თუ პროცესები ამ მიმართულებით განვითარდა, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?
– უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყების ალბათობა, რომ გაზრდილია ამაზე არა მხოლოდ ის მიუთითებს, რაც საგარეო კუთხით თქვენ ახსენეთ, არამედ ბოლო დროს უკრაინის შიდა პოლიტიკის პერიპეტიებიც. თუმცა, ამ საკითხზე რაიმეს გადაჭრით თქმა ჯერ მაინც ნაადრევად მიმაჩნია.
რაც შეეხება იმას, თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო თუ დავუშვებთ, რომ უკრაინა-რუსეთს შორის დაიწყო მოლაპარაკებები და გარკვეული შეთანხმება მოხდა. ეს სამწუხაროდ ნიშნავს რუსეთის ნაწილობრივ გამარჯვებას.
გასათვალისწინებელია, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო მთლიანად პოსტ-საბჭოთა სივრცეში, როგორც თავად უწოდებს, საკუთარი ექსკლუზიური გავლენის დასამყარებლად. მართალია იგი ამ მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ ზემოთ ნახსენები „ნაწილობრივი გამარჯვება“ ნიშნავს, რომ მოსკოვი გარკვეულ დონეზე განავრცობს საკუთარ გავლენას.
დღევანდელი გადასახედიდან ასეთი რისკის ქვეშ არის ბელარუსი, რომელსაც რუსეთთან ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს გაფორმებული აქვს შეთანხმება სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პუტინმა თავის ბოლო გამოსვლაშიც რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის ერთიანობაზე ისაუბრა. კერძოდ, თქვა, რომ ისინი ერთი ხალხია.
ასევე, ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ მოსკოვი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ბოლო კონცეფციაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა პირველად ღიად ითქვა, რომ „რუსეთი ხელს შეუწყობს ს და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა თავისუფალი ნების შესრულებას გაღრმავდეს მათი ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციაში“.
ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ მოსკოვი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში
რა თქმა უნდა, ასეთი ჩანაწერი შემთხვევით არ გაჩნდებოდა ამ დოკუმენტში, რომელიც საგარეო პოლიტიკური ამოცანების განსაზღვრასა და რეალიზებას ემსახურება. ამ ჩანაწერით მოსკოვმა ხელისუფლების დონეზე თავისი რეალური გეგმის პოლიტიკური დეკლარირება მოახდინა.
რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, ბუნებრივია რუსეთის სამიზნეში ვრჩებით, მაგრამ ჩვენი გადარჩენის შანსი, რუსეთის საქართველოზე გავლენის ბერკეტების გაზრდისა და განმტკიცების მიუხედავად, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია. მაგრამ ამ შანსის გამოყენებას სჭირდება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის თანმიმდევრულად და სწორად დაგეგმვა და წარმართვა.
რუსეთის სამიზნეში ვრჩებით, მაგრამ ჩვენი გადარჩენის შანსი, რუსეთის საქართველოზე გავლენის ბერკეტების გაზრდისა და განმტკიცების მიუხედავად, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია. მაგრამ ამ შანსის გამოყენებას სჭირდება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის თანმიმდევრულად და სწორად დაგეგმვა და წარმართვა
სამწუხაროდ, ეს პროცესი საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოისობით პრაქტიკულად მოშლილია. თუმცა, ბიუროკრატიის და საექსპერტო საზოგადოების დონეზე ვფიქრობ, რომ კარგად არის გაცნობიერებული ამ პროცესის მნიშვნელობა და შესაბამისი რესურსიც არსებობს მის განსახორციელებლად.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ – ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე, როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს!