პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

ვლადიმირ პუტინი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ავრცელებს.
"პრეზიდენტი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს". – თქვა პესკოვმა.
29 იანვარს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.
ცესკოს წარმომადგენლის, ნატალია ბუდარინას თქმით 60 000 ხელმოწერიდან 0.15% ბათილად გამოცხადდა, კანონმდებლობით დაშვებულია 5%-იანი ცდომილება.
ამ დროისთვის პუტინის ნდობით აღჭურვილ პირთა რაოდენობა 198 ადამიანს შეადგენს, მათ შორის არიან კულტურის მოღვაწეები, მეცნიერება და სხვა ცნობილი ადამიანები.
2023 წელს პუტინმა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში. ახალი წესები მედიისთვის კიდევ უფრო ართულებს არჩევნების გაშუქებას.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.