ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

ვლადიმერ პუტინი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინის საპრეზიდენტო კანდიდატის მოწმობის მისაღებად ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო შტაბს უნდა მიმართონ.
„არის შტაბი, არის შტაბის თავმჯდომარე“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
დღეს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა.
ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის განმავლობაში, 15, 16 და 17 მარტს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.