მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ახალი პრემიერის არჩევისას საპარლამენტო განხილვებში – საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია

პარლამენტი ახალ პრემიერს მომდევნო კვირას დაამტკიცებს. ოპოზიცია მთავრობის განახლებული გუნდის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუმცა ისინი საპარლამენტო განხილვებში ჩაერთვებიან.
“ოპოზიციის ძირითადი ნაწილისგან განსხვავებით, ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ხოლმე ჩვენს საპარლამენტო ბერკეტებს. ტაქტიკა როგორი იქნება – კითხვები, გამოსვლა თუ ა.შ. ამას, ბუნებრივია, სხდომაზე იხილავთ. ვიმეორებ, ჩვენ ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ,” – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ მიღებულა, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
“ამ წუთებში, მიმდინარეობს მსჯელობა. საბოლოო გადაწყვეტილება არ ვიცი, მაგრამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ყველა ფორმატში იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დავანახოთ, ვინ არის ხალხისთვის, ვის აქვს შეთავაზება, კონკრეტული ინიციატივები ხალხისთვის. ნაცვლად პოლიტიკური კინკლაობისა, ჩვენ საქმეზე დისკუსიების გამართვისთვის ვართ მზად,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს