ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი ჩრდ. კორეაში ჩავა და კიმ ჩენ ინს შეხვდება

უახლოეს პერიოდში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავა და კიმ ჩენ ინს შეხვდება - პუტინმა ფრენიანში ვიზიტის მიწვევა გასულ კვირას, რუსეთში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩოე სონ ჰუისთან შეხვედრისას მიიღო.
მედიის ცნობით, პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მადლობა მიწვევისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრს კი
"უკრაინასთან სამხედრო ოპერაციებში დახმარებისა და მხარდაჭერისთვის" გადაუხადა.
ცნობილია, რომ ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება.
კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი არ აკონკრეტებს, როდის გაიმართება ვიზიტი, თუმცა ამბობს, რომ ეს "უახლოეს მომავალში" მოხდება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.