პუტინი ფხენიანში ვიზიტს გეგმავს – ჩრდილოეთ კორეის მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მოსკოვში, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, გამოთქვა მზადყოფნა, ახლო მომავალში ეწვიოს ფხენიანს, – წერს სააგენტო Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით.
ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს რუსეთის ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება ჩრდილოეთ კორეაში.
კრემლში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ვიზიტის თარიღს არ აკონკრეტებენ.
პუტინი ფხენიანს ბოლოს 2000 წლის ივლისში ეწვია და კიმ ჩენ ინის მამას, კიმ ჩენ ირს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი