„პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, ბოროტებას უნდა დავუპირისპირდეთ“ – კემერონი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ევროპაში 1930-იან წლების, ნაცისტური გერმანიის აგრესიის დაწყების პერიოდის მსგავსია.
კემერონის თქმით, უკრაინა მისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, ხოლო მოსკოვის აგრესია თაობის გამოწვევაა.
„ესაა გამოწვევა ჩვენი თაობისთვის. მსგავსია ვითარებისა, რომელშიც 1930-იან წლებში საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იყვნენ. პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, უნდა დავუპირისპირდეთ იმ ბოროტებას, რომელსაც მისი [უკრაინაში] შეჭრა წარმოადგენს“, – ციტირებს მას The Kyiv Independent.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის როგორც წინა, ასევე ახლანდელი მთავრობა უკრაინას როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით უჭერს მხარს.
დაშოშმინება/დაშოშმინების პოლიტიკა – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ნევილ ჩემბერლენის მიერ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ნაცისტური გერმანიის მიმართ არჩეული მიდგომაა, რომლის მოკლე აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, შეიძლება აგრესიულ სახელმწიფოსა თუ ლიდერს უარი ათქმევინო იმპერიულ ამბიციებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება