დევიდ კამერონი – დასავლეთი ბოროტ პუტინს წინ უნდა აღუდგეს და უკან არ დაიხიოს

დასავლეთი ბოროტ პუტინს წინ უნდა აღუდგეს და უკან არ დაიხიოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა Politico-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ჩვენი თაობის გამოწვევაა. ეს იმას ჰგავს, რომ 1930-იანი წლების ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლიდერი იყო. ჩვენ პუტინს არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ იმ ბოროტებას, რომელსაც მისი შეჭრა წარმოადგენს, წინ უნდა აღვუდგეთ“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ერთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, იმის დემონსტრირებაა, რომ პუტინი არ იმარჯვებს“, – აღნიშნა კამერონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ