ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დევიდ კემერონი - ღაზაში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანა უნდა შევიდეს

ღაზაში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანა უნდა შევიდეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.
„როგორც მე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, ღაზაში გაცილებით მეტი სატვირთო მანქანის შესვლა უნდა იყოს შესაძლებელი და მეტი გადასასვლელი უნდა გაიხსნას. ჩვენ დახმარების შესატანად, მძევლების გამოსაყვანად და შემდეგ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სასწრაფო ჰუმანიტარული პაუზა გვჭირდება“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.
დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას, მათ შორის პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გამოიწვევს.
ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.