ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე, გერმანიამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთიდან ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი ბერლინში კონსულტაციებისთვის გაიწვია. გადაწყვეტილება გერმანიის დიპლომატიურმა უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვი ჰაკერულ თავდასხმებში დაადანაშაულეს. ელჩი გერმანიაში ერთი კვირა დარჩება და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას გამოტოვებს.
ბერლინმა რუსეთი 3 მაისს, გერმანიის “სოციალ დემოკრატიული” პარტიის წევრების ანგარიშებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები “მიუღებელია და არ დარჩება უპასუხოდ”. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.
მოსკოვში ჩასვლაზე ღიად უარი თქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.