პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?

ParisFans-ის მტკიცებით, პსჟ მესამედ შეეცდება „პორტუსა“ და პორტუგალიის ნაკრების 26 წლის მეკარის დიოგო კოშტას (სიმაღლე 186 სმ) შეძენას.
დიოგო კოშტას „პორტუსთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით მისი ღირებულება 40 მილიონი ევროა, გამოსასყიდი ფასი კი 60 მილიონი.
პსჟ-ს მხრიდან ფეხბურთელის გადაბირების საკითხში შეიძლება მთავარი როლი პორტუგალიელმა სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა თავისი თანამემამულე აგენტის, ჟორჟე მენდეშის მეშვეობით ითამაშოს.
ჯერ უცნობია „პორტუსა“ დ თავად დიოგო კოშტას პოზიცია. აღნიშნულია, რომ პსჟ 60 მილიონის გადასახდელად მზადაა.
“პარი სენ ჟერმენში” ამჟამად სამი მეკარეა – მატვეი საფონოვი, რენატო მარტინი და ლუკა შევალიე, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა და პარიზული კლუბი გასხვისებას უპირებს.