არქივი14 მაისი, 2026, 19:31
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
დიდია იმის ალბათობა, რომ თავდამსხმელი ხულიან ალვარესი „ატლეტიკოდან“ პსჟ-ში გადავა, - იტყობინება „მუნდო დეპორტივო“.
გამოცემის ცნობით, 26 წლის არგენტინელის შეძენა „ბარსელონას“ სურდა, მზად იყო მის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ პსჟ „ატლეტიკოს“ კიდევ უფრო დიდ თანხას სთავაზობს და თანაც, მადრიდულ კლუბს არ სურს ლა ლიგაში უშუალო კონკურენტი გააძლიეროს.
ამიტომ „ბარსა“ „ჩელსის“ ფორვარდის ჟოაო პედროს ტრანსფერზე გადაერთო, რომლის ფასი 70 მილიონია.
ასე რომ, სავსებით შესაძლებელია მალე ალვარესმა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიასთან და უსმან დემბელესთან ერთად შეუტიოს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.