პსჟ საკადრო პრობლემებით და ლიდერების დასვენების აუცილებლობით – ვის ათამაშებს ლუის ენრიკე “ბრესტთან”?

ლიგა 1-ის ოცდამეცამეტე ტურში ლიდერი პსჟ „ბრესტს“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, უახლოეს მდევარ „ლანსს“ 6 ქულით გაუსწრებს.
პსჟ-ს მწვრთნელი ლუის ენრიკე „ბაიერნთან“ შეხვედრაში გადაღლილ ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს და განაცხადში ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებსაც შეიყვანს. „პარიზიენის“ ცნობით, „პარი სენ ჟერმენის“ ძირითადი შემადგენლობა დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც 2 მაისს „ლორიენთან“ დაპირისპირებაში.
ისევ ტრავმირებულია აშრაფ ჰაკიმი და მისი გამოჯამრთელების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ზოგიერთი გამოცემა ირწმუნება, რომ ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ თამაშს ვერ შეძლებს, ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ იქამდე ჩადგება მწყობრში.
RMC-ს ჟურნალისტი არტურ პერო იტყობინება, რომ მატვეის საფონოვს ბარძაყის კუნთი „ბაიერნთან“ მატჩამდე სტკიოდა და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა. უორენ ზაირ-ემერის ზურგის ტრავმა აქვს, ვილიან პაჩოს და ნუნო მენდეშს კი – ბარძაყის.
, უსმან დემბელე, მარკინიოსი, ფაბიან რუისი და ჟოაო ნევეში განაცხადში იქნებიან, მაგრამ შეიძლება მოედანზე გასვლა არ მოუწიოთ.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: მარინი, მეილიუ, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი, ლი, ვიტინია, ფერნანდესი, დუე, ბარკოლა, რამუში.
თამაში „პარკ დე პრენსზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.