[PHOTO/VIDEO] “მიდი, წინ” – როგორ გამოხატა ლუის ენრიკემ “ბარსელონას” მიერ “რეალის” დამარცხება

„ბრესტთან“ მატჩის შემდეგ, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მიქს-ზონაში ერთ-ერთ ჟურნალისტს ჰკითხა, თუ რა ანგარიშით დასრულდა „ბარსელონას“ და „რეალის“ შეხვედრა.
ჟურნალისტმა უპასუხა, რომ „ბარსელონამ“ 2:0 მოიგო და ჩემპიონი გახდა. ლუის ენრიკემ გაიცინა, დაიყვირა: „მიდი, წინ“ და გახარებულმა მუშტი ზეაღმართა.
ლუის ენრიკე 1991-1996 წლებში „რეალში“, 1996-2004 წლებში კი „ბარსელონაში“ თამაშობდა. ის 2008-2011 წლებში „ბარსელონა B”-ს, ხოლო 2014-2017 წლებში ამავე კლუბის პირველი გუნდის მწვრთნელი იყო.