არქივი21 ნოემბერი, 2023, 15:11
პროგრესს ვაღწევთ, ვიმედოვნებ, მალე კარგი ამბები იქნება - ისრაელის პრემიერი მძევლების გათავისუფლებაზე
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორიდან მძევლების დაბრუნების საკითხზე, ისრაელი პროგრესს აღწევს, - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
"პროგრესს ვაღწევთ. ვფიქრობ, ზედმეტის თქმა არ ღირს, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მალე კარგი ამბები იქნება", - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ისრაელის პრემიერს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.