მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროგრესია, ვიმედოვნებ მალე კარგი ამბები იქნება | ნეთანიაჰუ

ს პრემიერმინისტრმა მ განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროგრესია და იმედოვნებს, რომ “მალე კარგი ამბები” იქნება.
“არ გავჩერდებით, ვიდრე პირველ მიზანს, “ჰამასის” განადგურებას არ მივაღწევთ. მეორე მიზანი მძევლების გათავისუფლებაა, ამ მხრივ პროგრესი გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ ახლა ღირს ბევრის თქმა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე კარგი ამბები იქნება” , განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობ გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.