ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროგრესია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროგრესია და ის იმედოვნებს, რომ მალე კარგი ამბები იქნება. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეზერვისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„არ გავჩერდებით, ვიდრე პირველ მიზანს, „ჰამასის“ აღმოფხვრას არ მივაღწევთ. მეორე მიზანი მძევლების გათავისუფლებაა, ამ მხრივ პროგრესი გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ ახლა ღირს ბევრის თქმა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე კარგი ამბები იქნება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი