ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და 2024-2026 წლების ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.