ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

ამ წუთებში ის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე მივიდნენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, საიასჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასევე დაგეგმილია შეხვედრა სახალხო დამცველთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„საქართველოში მივემგზავრები, რათა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილო“, – დაწერა მაიკლ ო’ფლაერტმა X-ზე, თბილისში გამომგზავრების წინ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებითაც კი! საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს