ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტის ვებგვერდი დაჰაკეს - საიტზე შესვლისას ჩნდება წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს"

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვებგვერდს თავს ჰაკერები დაესხნენ. საიტზე შესვლისას ჩნდება თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს".
გავრცელებული ინფორმაციით, Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია, რომელიც ასოცირებულია რუსეთის ერთზე მეტ სადაზვერვო სააგენტოსთან.
დილიდან არ მუშაობს ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდიც. გუშინ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა მთავარი არხის ვებგვერდიც.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.