პრეზიდენტის ვებსაიტზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე, president.ge-ზე, ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა ტელეგრამ-არხებით.
სავარაუდოდ, თავდასხმა განხორციელდა რუსული ჰაკერული ჯგუფის მიერ. საიტზე შესულ ადამიანებს ხვდებოდათ წარწერა: “დაჰაკულია COZY BEAR-ის მიერ, დიდება რუსეთს”.
COZY BEAR-ი ჰაკერების რუსული ჯგუფია, რომელიც, დასავლური დაზვერვის სამსახურის ცნობით, ФСБ-ს ხელმძღვანელობით მოქმედებს.
რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს პრეზიდენტის პრესსამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ახლა პრეზიდენტის ოფიციალური საიტი გათიშულია, მასზე შესვლა შეუძლებელია და ასევე წაშლილია ჰაკერების დატოვებული ტექსტი.
ჰაკერული თავდასხმის შესახებ იუწყებოდნენ ტელეკომპანიები “ფორმულა” და “მთავარი არხი”.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართულ ვებსაიტებზე კიბერშეტევა ხორციელდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა მოხდა 2019 წელს. მათ შორის თავდასხმა განხორციელდა პრეზიდენტის ვებსაიტზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია