სუსი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ვებსაიტზე კიბერშეტევა იყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე კიბერშეტევა იყო. უწყების გავრცელებული განცხადების მიხედვით, დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
“მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით”, – წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ კიბერშეტევის დროს president.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა:
“მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს”.
პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტზე რამდენიმე საათის წინ ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა ტელეგრამ-არხებით.
სავარაუდოდ, თავდასხმა განხორციელდა რუსული ჰაკერული ჯგუფის მიერ. საიტზე შესულ ადამიანებს ხვდებოდათ წარწერა: “დაჰაკულია COZY BEAR-ის მიერ, დიდება რუსეთს”.
COZY BEAR-ი ჰაკერების რუსული ჯგუფია, რომელიც, დასავლური დაზვერვის სამსახურის ცნობით, ФСБ-ს ხელმძღვანელობით მოქმედებს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ