არქივი1 მაისი, 2026, 00:19
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თელავის მკვიდრის, 37 წლის გიორგი ჭილაშვილის ცხედარს, პოლიციამ 25 აპრილს მიაგნო.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
გიორგი ჭილაშვილი პოლონეთში პერიოდულად სამუშაოდ დადიოდა.
მომხდარ ფაქტზე, პოლონელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, გარდაცვლილი კი, ამ დროისათვის, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გიორგი ჭილაშვილის საქართველოში გადმოსვენება მხოლოდ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.