თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს – დაკავებულია პირი, რომელიც პოლიციაში თავად გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1989 წელს დაბადებულ ი.გ.-ს და ადგილიდან მიიმალა.

„მომხდარიდან რამდენიმე საათში ი.ე. პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, ის ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პენიტენციური დაწესებულება – ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრა – მხედველობაში მივიღეთ მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში

ლევან ხაბეიშვილი – „ალიანსის“ 5 განცხადებიდან 3 „ნაცმოძრაობას“ ეხება, ეს სიგიჟეა! თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს სააკაშვილმა, თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით? – სიგიჟე მოვისმინე: 10 მაისიდან ვიწყებთ ხალხში გასვლასო, 9-ში რას აკეთებენ?