სოფელი ჯილიზა – სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ სომხეთი საქართველოს მოსაზღვრე სოფელს დაუბრუნებს

სოფელი ჯილიზა – სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ სომხეთი საქართველოს მოსაზღვრე სოფელს დაუბრუნებს | სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს თქვა, რომ “დღის წესრიგშია საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება და ამასთან დაკავშირებით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებები უკვე გვაქვს”
🔻 2024 წლის იანვარში, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. ამავე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ საზღვრის დემარკაციის ფარგლებში სომხეთი საქართველოსთვის სწორედ სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავდა, რომელიც ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს
🔻 2024 წლის აპრილშიც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა რომ სომხეთისა და საქართველოს მთავრობები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისთვის მუშაობის განახლებაზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის დელიმიტაცია მის 1991 წლის ალმა-ათას დეკლარაციის საფუძველზე აღდგენას ითვალისწინებს, რომელშიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში არის აღიარებული. ცნობილია, რომ სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან, სსრკ-ის დაშლის შემდეგ განიხილავენ.
🔻 1921 წლის ივლისში, რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ლორეს ნეიტრალური ზონა, მათ შორის სოფელი ჯილიზაც სომხეთის სსრკ-ს გადაეცა