არქივი13 ივლისი, 2024, 13:11
პოლონეთში, სამხედრო წვრთნების დროს, თვითმფრინავი ჩამოვარდა | არის მსხვერპლი
პოლონეთში, ქალაქ გდინიაში წვრთნების დროს პოლონეთის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი აეროდრომზე ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის შედეგად მაიორი რობერტ იელი დაიღუპა. მან შემთხვევის დროს თვითმფრინავიდან კატაპულტირება ვერ მოასწრო. იელი პოლონეთის საჰაერო ძალების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პილოტი იყო. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.