ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სწავლების დროს დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს

2 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავიაკატასტროფაში დაღუპული მფრინავი გორში სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ეკლესიაში გაიმართა. გორში ჩავიდნენ ყოფილი და მოქმედი მინისტრები ჯუანშერ ბურჭულაძე და ირაკლი ჩიქოვანი.
2 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც გაირკვა, ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავს მართავდა კახაბერ ზურაბაშვილი, რომელმაც კატაპულტირება ვერ მოასწრო. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.
საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 401-ე მუხლით, „სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე“.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.