ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში, მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სასწრაფო სამსახურები და მედია ავრცელებენ.
რუსეთის სასწრაფო სამსახურების ცნობით, რუსული წარმოების სამგზავრო თვითმფრინავი Superjet 100 მოსკოვის ოლქის კოლომენსკის რაიონში ჩამოვარდა. ის მოსკოვის ოლქის ქალაქ ლუხოვიციდან მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში მიფრინავდა.
თვითმფრინავში სამი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა დაიღუპა. სასწრაფო სამსახურების ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სხვა მსხვერპლი არ არის.
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, რუსული წარმოების თვითმფრინავი ბუნებრივი აირის მწარმოებელ რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს” მიეკუთვნებოდა, ის 2014 წელს იყო წარმოებული.
რუსეთის ოპერატიულმა სამსახურებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზად ძრავის გაუმართაობა დაასახელეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.