ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთი ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად პოლონელი ჰუმანიტარული მუშაკის დაღუპვის ფაქტზე ისრაელისგან განმარტებებს ითხოვს

პოლონეთი ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად პოლონელი ჰუმანიტარული მუშაკის დაღუპვის ფაქტზე ისრაელისგან განმარტებებს ითხოვს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„ისრაელის ელჩს, იაკოვ ლივნეს სასწრაფო ახსნა-განმარტება პირადად ვთხოვე“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაღუპული მოხალისის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული მუშაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლონეთი საკუთარ გამოძიებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის სარაკეტო დარტყმას ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.