ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის სისხლიანი თავდასხმის შემდეგ ღაზაში საკვების შეტანა შეაჩერა რამდენიმე ჰუმანიტარულმა კომპანიამ

ისრაელის ახლო მოკავშირეებმა, მათ შორის აშშ-მა, 3 აპრილს დაგმეს ჰუმანიტარული კომპანიის შვიდი თანამშრომლის დაღუპვა ღაზაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად. ამ შემთხვევამ რამდენიმე ჰუმანიტარულ ორგანიზაციას უბიძგა, შეეწყვიტა საკვების შეტანა პალესტინელებთან, რომლებსაც მწვავე შიმშილი ემუქრებათ.
ორგანიზაცია World Central Kitchen-ის თანამშრომელთა დაღუპვამ წინაღობა შეუქმნა აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, გაიხსნას საზღვაო კორიდორი დახმარების შესატანად კვიპროსიდან ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელი უჩვეულო პირდაპირობით გააკრიტიკა - მისი სიტყვების თანახმად, ეს ინციდენტი მოწმობს, რომ ისრაელი საკმარისს არ აკეთებს სამოქალაქო პირების დასაცავად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.