ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტს გამოიძიებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტს გამოიძიებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„გუშინ ღამით, ღაზაში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც, World Central Kitchen-ის თანამშრომლები ტრაგიკულად დაიღუპნენ, როდესაც ისინი თავიანთ მისიას ასრულებდნენ. როგორც საერთაშორისო სამართლის ერთგული პროფესიონალური არმია, მზად ვართ, რომ ჩვენი ოპერაციები საფუძვლიანად და გამჭვირვალედ შევისწავლოთ“, - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის დამფუძნებელს, ხოსე ანდერსს ესაუბრა და ორგანიზაციის თანამშრომლების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
„ჩვენ ინციდენტს უმაღლეს დონეზე განვიხილავთ, რათა გავიგოთ რა მოხდა და როგორ მოხდა“, - აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.
შეგახსენებთ, ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის სარაკეტო დარტყმას ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.