ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინული კომპანიებისთვის სასაზღვრო ბლოკადა მალე შეწყდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის ბლოკადა მალე შეწყდება. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ახლოს ვართ რწმენასთან, რომ ჩვენმა ქვედებებმა შესაძლოა შედეგი მოიტანოს, როგორც მოლაპარაკებებზე კიევში, ასევე ბრიუსელშიც [უკრაინის საზღვრის ბლოკადის შეწყვეტის შესახებ]”, - განაცხადა ტუსკმა.
“არა მგონია, რომ მაქსიმუმს მივაღწევთ, რომელიც სატვირთო მანქანების მძღოლებს სურთ, მაგრამ ისე ჩანს, რომ ის, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას, საშუალებას მოგვცემს მოვიხსნათ ემოციები და საზღვარზე ბლოკადა მოვხსნათ”, - აღნიშნა ტუსკმა.
შეგახსენებთ, კვირას პოლონელმა ფერმერებმა ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტზე საპროტესტო აქცია შეწყვიტეს, თუმცა სატვირთო მანქანების მძღოლები დანარჩენი სამი სასაზღვრო პუნქტის ბლოკადას აგრძელებენ.
ცნობისთვის, პოლონელი გადამზიდველების ბლოკადა 6 ნოემბრიდან გრძელდება. ისინი მოითხოვენ, უკრაინული კომპანიებისთვის კომერციული ნებართვების შემოღებას ითხოვენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.