პოლონეთის პრემიერი კიევში ჩასვლას გეგმავს

პოლონეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი უკრაინაში სამუშაო ვიზიტს გეგმავს. დონალდ ტუსკს ვიზიტის თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს.
ამ საკითხზე ტუსკმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტებმა, უკრაინის საზღვარზე, პოლონელი გადამზიდავების პროტესტის შესახებ ჰკითხეს.
მისი თქმით, “ცოტა რცხვენია” საზღვრის ბლოკადაზე საუბარი იმ სიტუაციაში, რომელშიც ახლა უკრაინის პრეზიდენტი და მთელი უკრაინაა. მისივე განცხადებით, “არასწორი იქნებოდა კიევში ჩასვლა და მთელი ვიზიტის პოლონეთის სატრანსპორტო საკითხებისთვის მიძღვნა”.
“ამ ვიზიტს ისე მოვამზადებთ, რომ [უკრაინის] პრეზიდენტთან ჩემი შეხვედრისას ცხადი იყოს, თუ რის მიღწევა გვინდა”, – ამბობს ტუსკი.
პოლონელი გადამზიდავები ითხოვენ კომერციული ნებართვების შემოღებას უკრაინული კომპანიებისთვის საქონლის ტრანსპორტირებაზე. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა კომპანიებისთვის ლიცენზიების შეჩერება და მათი კონტროლი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება