პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ შობამდე უკრაინასთან საზღვრის ბლოკადა შეწყდება

პოლონეთი იმედოვნებს, რომ შობამდე უკრაინასთან საზღვრის ბლოკადა შეწყდება, – ამის შესახებ პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, პაველ განჩარჟმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
განჩარჟი უკრაინელ კოლეგა სერგეი დერკაჩს შეხვდა. მისი თქმით, და ვარშავა “ბოლო დეტალებს” ათანხმებენ, რათა საზღვართან დაკავშირებით კომპრომისამდე მივიდნენ.
განჩარჟმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ “შედგება [პოლონეთის ინფრასტრუქტურის] მინისტრ კლიმჩაკის შეხვედრა კომიტეტთან, რომელიც საზღვარზე პროტესტს მართავს, და შობამდე ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ.”
“[] იბრძვის. მაგრის არის ასევე მეწარმეების ინტერესები, რომლებიც ნერვიულობენ საკუთარ არსებობაზე და იმაზე, რომ ამ გადაზიდვების ბაზრიდან შესაძლოა გაწიონ. ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სასტარტო პოზიცია ძალიან კარგია,” – განაცხადა განჩარჟმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ