ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთის პრეზიდენტი: ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად გამოსავალია არსებული კრიზისიდან

პოლონეთის პრეზიდენტი: ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად გამოსავალია არსებული კრიზისიდან

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დუდა წერს, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
"საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან", - წერს ანჯეი დუდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.