ანჯეი დუდა – ახალი ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან

საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე , – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პლატფორმა X-ზე წერს.
როგორც ანჯეი დუდა აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.
“კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი.
მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან”, – წერს ანჯეი დუდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა