არქივი23 დეკემბერი 2024, 23:40
დუდა: ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, არჩევნები არსებული კრიზისიდან გამოსავალია

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილა.
როგორც ის X-ზე წერს, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი არჩევნები არსებული კრიზისიდან გამოსავალია.
"საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან"- წერს დუდა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.