ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი საქართველოში!” – აუსტრევიჩუსი

“პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი საქართველოში!” – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს:
“პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი საქართველოში! “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა “ქართული ოცნების” რეჟიმის ე.წ. პარლამენტის კომიტეტთან თანამშრომლობაზე დააკავეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს”
ცნობისთვის, დღეს, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა – პოლიტიკოსი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.