ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიგა ბოკერია ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე - პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია

გიგა ბოკერია ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე - პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია

პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურა ჯაფარიძის დაკავებას და „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთ სამარცხვინო“ მაგალითად აფასებს.
მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური პატიმარია.
"ზურა ჯაფარიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითია. ზურა ჯაფარიძე პოლიტიკური პატიმარია. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, არამარტო ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, არამედ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები სასამართლოში, რომელიც მომავალში გამორიცხავს სასამართლოში და მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში ასეთი სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას ნებისმიერი ხელისუფლებისთვის", - აღნიშნავს გიგა ბოკერია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.