“პოზიტიურად ვხვდებით, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სწორი ცვლილებები” – მიხეილ სარჯველაძე საკადრო ცვლილებებზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ეს ცვლილება იყო საჭირო და გუნდში პოზიტიური განწყობაა.
“ირაკლი ღარიბაშვილი გადაინაცვლებს და პარტიულ საქმიანობას განაგრძობს. იმავდროულად, ჩვენ პარტიულ ყრილობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით. ყრილობაზე ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია და რაც ასახავს ცვლილებებს, იქნება გამოტანილი და კენჭი ეყრება. მე რაც ვიცი, განწყობა ასეთია – პოზიტიურად ვხვდებით, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სწორი ცვლილებები, შესაბამისად, ეს პოზიტიური განწყობა არსებობს გუნდში მთლიანად,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
“ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა 2 დღეში გაიმართება. სწორედ პირველი თებერვლის შემდეგ წარადგენს ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდს. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ხდება, ირაკლი ღარიბაშვილი კი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. ყრილობაზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დასამტკიცებლად პოლიტსაბჭოს წარუდგენს, რის შემდეგაც პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. პარლამენტში გაიმართება კომიტეტის სხდომები, პრემიერობის კანდიდატი გუნდთან ერთად შეხვდება ოპოზიციასა და მმართველი ძალის წარმომადგენლებს, ამის შემდეგ საკითხი უკვე კენჭისყრაზე დგება. საჭიროა დეპუტატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. პირველი თებერვლის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით