ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება - მიხეილ სარჯველაძე

მთავრობის ახალ შემადგენლობაში დიდი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს, პროგნოზების გაკეთება კორექტული არ იქნება, ამაზე პრემიერობის კანდიდატს უნდა დაველოდოთ, რადგან მისი პრეროგატივაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ცვლილებები ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კრიტერიუმებით არის მიღებული.
"ჩვენი მიზანია, რომ, ასეთი ცვლილებების შედეგად, გაიზრდება საკითხების ახლებურად დანახვის შესაძლებლობა, ეს ახალ ენერგიასა და შესაძლებლობას გააჩენს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საარჩევნო წელია, საქართველოსთვის დღის წესრიგი გადახალისებულია, კანდიდატის სტატუსი არსებობს. რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია გაუმჯობესების ძიება და ვფიქრობ, გადახალისება კარგია. მიღებული გადაწყვეტილება გამართლებულია. ვფიქრობ, ეს ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.