მიხეილ სარჯველაძე: სამთავრობო პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით და რაც შეიძლება მაღალი ტემპით

მიხეილ სარჯველაძე: სამთავრობო პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით და რაც შეიძლება მაღალი ტემპით
სამთავრობო პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს ეს ყველაფერი, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით და რაც შეიძლება მაღალი ტემპით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მთავარი პრიორიტეტები, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გამოწვევებთან გამკლავება, ეს არის უცვლელი. არის ცალკეული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც იქნება გარკვეული ხედვების სხვაობა, მათ შორის იმ მიმართულებით, რაშიც შეიძლება ხედავდეს ახალი პრემიერი იმ ფონზე, როდესაც მხარდაჭერა მას ექნება; გაუმჯობესების შესაძლებლობას, მათ შორის იმ გამოცდილების გამოყენებას, რომელიც მას დაგროვილი აქვს საპარლამენტო მოღვაწეობის პერიოდში. რა თქმა უნდა ყველაფერი ეს იქნება ჩვენი ინტერესის საგანი განხილვების დროს. წინასწარ ცნობილია, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ახალ შემადგენლობას და პროგრამას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა