ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პიტერ სიიარტო - უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და გამართლებულია

უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და გამართლებულია, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და გამართლებულია, მასში არ არის შანტაჟი ან თუნდაც თამაში“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი, ზეწოლის მიუხედავად, თავის პოზიციას არ შეიცვლის.
„უკრაინა უბრალოდ ძალიან შორს არის, რომ წევრობასთან ან თუნდაც მასზე მოლაპარაკებასთან თანხვედრაში იყოს, ამიტომ უფრო დროული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება იქნება“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.