ევროკომისიის წინადადება უკრაინის შესახებ მოუმზადებელია – ევროკომისიას, პრაქტიკულად, არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება – სიიარტო კულებასთან შეხვედრის შემდეგ

ევროკომისიის წინადადება უკრაინის შესახებ მოუმზადებელია, – დაწერა სოციალურ ქსელში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ ევროკომისიას, პრაქტიკულად, არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
“რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით უკრაინის ამბიციაზე. კოლეგას ვუთხარი, რომ ეს ჩვენთვის არა ტაქტიკური საკითხი, არამედ გადაწყვეტილებაა, რომელიც მთლიანად ევროკავშირისთვისაა ისტორიული მნიშვნელობის. ევროკომისიის წინადადება უკრაინის შესახებ მოუმზადებელია და ევროკომისიას, პრაქტიკულად, არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. საკმარისია, გავიხსენოთ გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც გამოწვეული იყო ევროკომისიის წინა გადაწყვეტილებით მარცვლეულის ტრანზიტის ან უკრაინული სატვირთო მანქანებისთვის ნებართვების გაუქმებით. ევროკომისიას არ ჩაუტარებია მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფდა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ორმხრივად მომგებიან საფუძველზე გამართვას“, – აღნიშნავს სიიარტო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება