ორბანის თქმით, ახლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად შესაფერისი დრო არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში არსებული უნგრული თემების ორგანიზაციას საპასუხო წერილი გაუგზავნა.
ვიქტორ ორბანის თქმით, ახლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად შესაფერისი დრო არ არის, რადგან ევროკომისიამ ვერ შეძლო მისი სათანადოდ მომზადება დეკემბრის ევროსაბჭოს შეხვედრისთვის. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ უნგრეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას უკრაინაში უნგრული თემის უფლებები.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უნგრული თემის ლიდერებმა წერილით პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ – შარლ მიშელს თხოვნით მიმართეს, რათა მხარი დაეჭირათ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვიქტორ ორბანი საპარლამენტო დებატებზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისაუბრებს და უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას განუმარტავს.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან